top of page
Search
  • Writer's picturegshel13

დაფინანსების მოპოვება სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფ ახალგაზრდებსაც შეეძლებათ!





პროექტ „დააფინანსე შესაძლებლობის“ ფარგლებში, სოც. დაუცველი სტუდენტების გარდა, დაფინანსების მოპოვება შესაძლებელი იქნება სტუდენტებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ (სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელთან ან მინდობით აღზრდაში) ან გასული არიან სახელმწიფო ზრუნვიდან ბოლო 18 თვის განმავლობაში.


სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი პირები ვერ ხვდებიან სოციალური სარეიტინგო ქულების სისტემაში, რადგან კატეგორიიზაციით წარმოადგენენ სხვა ჯგუფს. ალუმნი ფონდის არსებული კრიტერიუმებით მათ არ ქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ დაფინანსება, მაშინ როცა არანაკლებ საჭიროებენ თანადგომასა და დახმარებას. ამიტომ, გადავწყვიტეთ ამ სტუდენტების დამატება.


თუმცა, ძალაში რჩება ეროვნულ გამოცდებზე კონკურსის კრიტერიუმი. შესაბამისად, „დააფინანსე შესაძლებლობის“ განახლებული კრიტერიუმები ასეთია:


ალუმნი ფონდი დააფინანსებს 70,000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ ან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ პირს, რომელიც ჩააბარებს თავისუფალ უნივერსიტეტში და ექნება ამავე მიღების, ამ კატეგორიებში შემავალ სტუდენტებზე მაღალი ქულა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.


თუ გსურთ გახდეთ პროექტ "დააფინანსე შესაძლებლობის" დამფინანსებელი, გიზიარებთ ფონდის საბანკო ანგარიშებს:


თიბისი ბანკი: GE50TB7753436020100004

საქართველოს ბანკი: GE07BG0000000162379169


მიმღების სახელი: “თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ფონდი”.


თქვენი ყოველი შემოწირულობა მნიშვნელოვანია!


დიდი მადლობა!

39 views0 comments
bottom of page