top of page
MAIN COVER 3.png

ALUMNI EXPERIENCE 2025

26-27 სექტემბერს ალუმნი ფონდის ყოველწლიური ღონისძიება- Alumni Experience ჩატარდება. თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები სტუდენტებს პროფესიული გამოცდილებისა და საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების შესახებ გამოცდილების გასაზიარებლად შეხვდებიან. 

 

თუ ახლა ხარ პროფესიის შერჩევის პროცესში, გინდა გაიგო რა ხდება შენი სფეროს პრაქტიკაში ან გაინტერესებს როგორ გააგრძელო სწავლა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში - Alumni Experience სწორედ შენთვისაა. 

კურსდამთავრებულები ისაუბრებენ:

  • საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებაზე,

  • Big Tech-სა და წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილებაზე,

  • ფინანსურ სფეროში რეალურ პრაქტიკაზე,

  • სამეცნიერო და კვლევით საქმიანობასა და ნაშრომის გამოქვეყნებაზე,

  • ვიზუალური ხელოვნების, დიზაინისა და არქიტექტურის კარიერულ გზებზე.​

დღის განრიგი:

Alumni Experience-ის გენერალური სპონსორები არიან EY და Alta. საორგანიზაციო ხარჯებთან ერთად, სპონსორები სრულად დააფინანსებენ 2025 წლის მიღების ორი სოციალურად დაუცველი სტუდენტის სტიპენდიას.

Asset 3_4x.png
Main Logo_page-0001.jpg

ღონისძიება VA[A]DS-ის დიდ გალერეაში ჩატარდება და შესვენებებზე კულინარიის აკადემია გაგვიმასპინძლდება.

bottom of page