top of page
331025593_850187316077807_8546626627326137723_n.jpg

Lineate Scholarship

Picture1.png

Lineate-ი ა.შ.შ.-ში დაფუძნებული მაღალი დონის ტექ-კომპანიაა, საქმიანობის 15-წლიან პერიოდში კომპანია დაეხმარა რთულ ტექნოლოგიურ გამოწვევების გადალახვაში, ისეთ საერთაშორისო კომპანიებს, როგორიცაა ebay Enterprise, Warner Music, SAP და სხვა. Lineate სპეციალიზებულია კომპლექსური პროგრამული პრობლემების გადაჭრაში ამბიციური კომპანიებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავენ გამოიყენონ მონაცემთა მასიური ნაკადი და გარდაქმნან ისინი კონკურენტულ უპირატესობად.

კომპანიაა 4 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც არის წარმოდგენილი. საქართველოს რეგიონული ოფისი 2022 წელს დაარსდა და ამ ეტაპზე 120-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

 

2023 წლის იანვარში Lineate-ს, თავისუფალ უნივერსიტეტსა და თავისუფალი უნივერსიტეტის ალუმნი ფონდს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, Lineate MACS(E)-ს სკოლის სტუდენტებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს. Lineate-ის მიზანია კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის პროგრამის სტუდენტებს ცოდნის გაღრმავებასა და პროფესიულ განვითარებაში შეუწყოს ხელი.

კონკურსი ორი, სააპლიკაციო და გასაუბრებების ეტაპისგან შედგება. 2023 წელს Lineate-ის გრანტს 2 სტუდენტი მოიპოვებს, რომელთაც 2 წლის სწავლის საფასური დაუფინანსდებათ. Lineate-ი ასევე იზრუნებს გამარჯვებული სტუდენტებისთვის სტუდენტური შესაძლებლობების შექმნასა და სამომავლო დასაქმებაზე.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:​​

  • MACS(E)-ს სკოლის კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლის მეორე კურსის სტუდენტებს;

  • MACS(E)-ს სკოლის მეორე კურსის სტუდენტებს სტუდენტებს, რომელთაც მაინორად აქვთ კომპიუტერული მეცნიერებები და მათემატიკა;

კონკურსის გამარჯვებულებს მოეთხოვებათ:

  • დაასრულოს თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლა 2023-2025 სასწავლო აკადემიურ წლებში და აითვისოს MACS(E)-ს შესაბამისი სკოლის კრედიტები სრულად;

  • ჰქონდეს 3.0 ან უფრო მაღალი GPA;

  • სწავლის დასრულების შემდეგ, დასაქმდეს Lineate-ში ორი წლის განმავლობაში;

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, აპლიკაცია 2023 წლის 15 აპრილის ჩათვლით შეავსოთ.

bottom of page