
თავისუფალი უნივერსიტეტის ალუმნი ფონდი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისა და მეგობრების გარშემო ერთიანდება და მიღებული შემოწირულობით ახალგაზრდებს ხარისხიანი განათლების მიღებაში უწყობს ხელს.

თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ფონდი
განათლების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
თავისუფალმა უნივერსიტეტმა მოგვცა შესაძლებლობა, ქართულ ენაზე მიგვეღო პრაქტიკით გამყარებული ცოდნა; დაგვეხმარა, შეგვეძინა კრიტიკულ აზროვნებაზე დაფუძნებული ღირებულებები და გაგვეცნო ადამიანები, რომლებიც დღეს ჩვენი მეგობრები და თანამოაზრეები არიან.
ფონდის შექმნით კურსდამთავრებულებს გვსურს, ახალგაზრდებს, რომლებიც სწავლობენ ან მომავალში ისწავლიან თავისუფალ უნივერსიტეტში, მივცეთ იმავე გარემოში განვითარებისა და სწავლის სრულყოფილი შესაძლებლობა.
ფონდი შეიქმნა თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გარკვეული ჯგუფის ინიციატივით და არ წარმოადგენს თავისუფალ უნივერსიტეტსა და უნივერსიტეტის ყველა კურსდამთავრებულს.
ალუმნი ფონდის პროექტები
დააფინანსე შესაძლებლობა
პროექტის ფარგლებში მიღებული შემოწირულობებით, ალუმნი ფონდი აფინანსებს თავისუფალი უნივერსიტეტის სოციალურად დაუცველი სტუდენტების სტიპენდიებს.
STEM-ის მომავალი პროფესიონალი
საგრანტო კონკურსის მიზანია STEM-ის მიმართულებით სტუდენტი გოგოების წახალისება, რომლის ფარგლებში, MACS(E)-სა და ფიზიკის სკოლების გოგო სტუდენტებს თავისუფალ უნივერსიტეტში ერთი წლის სწავლის საფასური უფინანსდებათ. კონკურსი თამარ მენთეშაშვილის ინიციატივით ხორციელდება.
25,382.9 ლ
257
სულ ჩარიცხული თანხა
სულ შემოწირულობათა რაოდენობა
კონტაქტი
დაგვიკავშირდით
ტელ.: 032 290 72 67
მობ.: +995 599 84 83 77
ელ. ფოსტა: info@alumnifund.ge
მის.: 33 მარაბდის ქ., 0179 თბილისი, საქართველო
ორშაბათი - პარასკევი 11:00 - 18:30