საგრანტო კონკურსი STEM-ის მომავალი პროფესიონალი

საგრანტო კონკურსი თამარ მენთეშაშვილის ინიციატივითა და დაფინანსებით ხორციელდება. კონკურსის მიზანია STEM-ის მიმართულებით სტუდენტი გოგოების წახალისება. გრანტის ფარგლებში, კომპიუტერული მეცნიერებების, მათემატიკისა და ინჟინერიის სკოლის გამორჩეული ხედვებისა და მიზნების მქონე გოგო სტუდენტს 2020-2021 სასწავლო წელს თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლის საფასური დაუფინანსდება.

 

თამარი თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებულია. შემდეგ მან სწავლა გააგრძელა The University of Edinburgh-ის სამაგისტრო პროგრამაზე საერთაშორისო საბანკო სამართლისა და ფინანსების მიმართულებით. ამჟამად, თამარი PhD-ზე მუშაობს Shanghai Jiao Tong University-ში. ციფრული ტექნოლოგიების სექტორში 2014 წლიდან საქმიანობს, კერძოდ ბლოკჩეინ ტექნოლოგიებისა და კრიპტო ვალუტების კვლევისა და განვითარების სფეროში. 2019 წელს, თამარი ტექნოლოგიების მიმართულებით Forbes 30 under 30 სიაში მოხვდა.

 

თამარ მენთეშაშვილი: „STEM-ში შებიჯებამ წვდომა მომცა განუზომელი მასშტაბის ინტელექტუალურ რესურსზე და ჩემთვის თანამედროვე სამყაროში ფორმალური საზღვრები თუ შეზღუდვები გააქრო. ციფრული ტექნოლოგიის სფეროში ქალთა დასაქმების მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება, თუმცა ჯერ არ სცდება 30%-ს. მაქსის სტუდენტი გოგონას სწავლის დაფინანსების ინიციატივა, ჩემს რეალობაში დანახული ნაპრალიდან და გამოცდილებიდან ჩავთვალე მნიშვნელოვნად. თავისუფალმა უნივერსიტეტმა და კახა ბენდუქიძემ გადამწყვეტი როლი ითამაშეს ჩემი ცხოვრების მიმართულების განსაზღვრაში. ახლა ვფიქრობ, რომ მოვიდა დრო, როცა ალუმნი ფონდის მეშვეობით შემიძლია, დავუკავშირდე თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის პროგრამისა და ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის სტუდენტ გოგოებს და გავიგო, როგორ შეიძლება მათაც გავუზიარო ჩემი რესურსები STEM სფეროში.“

სააპლიკაციო პროცესი: კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის პროგრამისა და ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის ამჟამინდელ სტუდენტ გოგოებს. შერჩეულ კანდიდატებთან გაიმართება ორეტაპიანი გასაუბრება. გრანტს მოიპოვებს ერთი სტუდენტი. დაფინანსდება თავისუფალ უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის სწავლის საფასური, რომელიც სტუდენტს ცოდნის ფონდისა და სახელმწიფო გრანტის (არსებობის შემთხვევაში) გამოკლების შემდეგ დარჩება გადასახდელი. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია.

აპლიკაციები მიიღება 22 ივნისის დღის 12:00 საათამდე. საგრანტო კონკურსის გამარჯვებული კი 15 ივლისს გამოვლინდება.​ კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ მისამართზე: info@alumnifund.ge