დააფინანსე შესაძლებლობა
2026
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა სოციალურად დაუცველი ჯგუფებისათვის. მათ ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, ისწავლონ თანამედროვე აკადემიურ სივრცეში და ამისათვის მეტი მხარდაჭერა ესაჭიროებათ.
ხშირად მათ არ აქვთ საკმარისი შემოსავალი და ფინანსური სახსრები, რომ სტუდენტობისას საკუთარი ცხოვრების ხარჯები დაფარონ და სრულყოფილად გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რასაც თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლა იძლევა.
2026 წელს პროექტ "დააფინანსე შესაძლებლობის" ფარგლებში ალუმნი ფონდი თავისუფალი უნივერსიტეტის 2026 წლის მიღების სოციალურად დაუცველ სტუდენტებს დაუფინანსებს ერთწლიან ყოველთვიურ 400-ლარიან სტიპენდიებს.
ერთი სტუდენტის ერთწლიანი ყოველთვიური 400-ლარიანი სტიპენდიის დასაფინანსებლად საჭიროა 6,000 ლარის მობილიზება (გადასახადების ჩათვლით). 2026 წელს ალუმნი ფონდი მინიმუმ ხუთ სტიპენდიას დააფინანსებს.
კონკურსის მონაწილეებისთვის
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 70,000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ ან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ პირებს, რომლებიც 2026 წელს ჩააბარებენ თავისუფალ უნივერსიტეტში.
სასტიპენდიო კონკურსი სააპლიკაციო და გასაუბრების ეტაპებისგან შედგება. გამარჯვებულები 2026 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამოვლინდებიან.
კონკურსის გამარჯვებულებს ერთი წლის განმავლობაში დაუფინანსდებათ ყოველთვიური 400-ლარიანი სტიპენდია.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, აპლიკაცია 2026 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით შეავსოთ.
.jpg)