top of page
STEM 2025 Poster.png

საგრანტო კონკურსი STEM-ის მომავალი პროფესიონალი 2025

„STEM-ის მომავალი პროფესიონალის“ საგრანტო კონკურსი 2020 წლიდან ხორციელდება თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ალუმნის, თამარ მენთეშაშვილის ინიციატივით. კონკურსის ფარგლებში MACS(E)-სა და ფიზიკის სკოლების გამორჩეული ხედვებისა და მიზნების მქონე გოგო სტუდენტებს ერთი წლის სწავლის საფასურის დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა ეძლევათ. 

​​

STEM სფეროში განვითარება ახალგაზრდებისთვის ქმნის უსაზღვრო შესაძლებლობებს პროფესიული ზრდისა და წარმატებისთვის. თანამედროვე სამყაროში, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი, კვლევითი საქმიანობა და შემოქმედებითი აზროვნება სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, იზრდება მოთხოვნა პროფესიონალებზე, რომლებიც შეძლებენ ახალ იდეებსა და ინოვაციურ გადაწყვეტებზე მუშაობას.

კონკურსის მიზანი STEM მიმართულების გოგო სტუდენტების მხარდაჭერა და წახალისებაა, რათა მათ შეძლონ ამ სფეროში არსებული რესურსებისა და შესაძლებლობების ათვისება და საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზება.

სააპლიკაციო პროცესი: კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ MACS(E)-სა და ფიზიკის სკოლის ამჟამინდელ სტუდენტ გოგოებს. კონკურსი ორი ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე, მონაწილეებმა უნდა შეავსონ ფონდის ვებგვერდზე განთავსებული აპლიკაცია, შემდეგ შერჩეულ აპლიკანტებთან ჩატარდება გასაუბრება. გრანტს მოიპოვებს ერთი სტუდენტი, დაფინანსდება თავისუფალ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის სწავლის საფასური, რომელიც სტუდენტს ცოდნის ფონდისა და სახელმწიფო გრანტის (არსებობის შემთხვევაში) გამოკლების შემდეგ დარჩება გადასახდელი.

​​​​

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, აპლიკაცია 25 აგვისტოს ჩათვლით შეავსოთ. კონკურსის გამარჯვებული სექტემბერში გამოვლინდება.

​​​

*კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია MACS(E)-სა და ფიზიკის სკოლის ყველა გოგო სტუდენტს, გარდა წინა წლების კონკურსის გამარჯვებულებისა.

bottom of page