top of page

დააფინანსე შესაძლებლობა
2025

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა სოციალურად დაუცველი ჯგუფებისათვის. მათ ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, ისწავლონ თანამედროვე აკადემიურ სივრცეში და ამისათვის მეტი მხარდაჭერა ესაჭიროებათ.  

​​

ხშირად მათ არ აქვთ საკმარისი შემოსავალი და ფინანსური სახსრები, რომ სტუდენტობისას საკუთარი ცხოვრების ხარჯები დაფარონ და სრულყოფილად გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რასაც თავისუფალ უნივერსიტეტში  სწავლა იძლევა.

​​​

2025 წელს პროექტ "დააფინანსე შესაძლებლობის" ფარგლებში ალუმნი ფონდი თავისუფალი უნივერსიტეტის 2025 წლის მიღების სოციალურად დაუცველ სტუდენტებს დაუფინანსებს ერთწლიან ყოველთვიურ 400-ლარიან სტიპენდიებს.

​​​​

ერთი სტუდენტის ერთწლიანი ყოველთვიური 400-ლარიანი სტიპენდიის დასაფინანსებლად საჭიროა 6,000 ლარის მობილიზება (გადასახადების ჩათვლით). 2025 წელს ალუმნი ფონდი მინიმუმ ხუთ სტიპენდიას დააფინანსებს.

​​

​

​

​

​

​

​

კონკურსის მონაწილეებისთვის

​

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 70,000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ ან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ პირებს, რომლებიც 2025 წელს ჩააბარებენ თავისუფალ უნივერსიტეტში.

​​​

სასტიპენდიო კონკურსი სააპლიკაციო და გასაუბრების ეტაპებისგან შედგება. გამარჯვებულები 2025 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამოვლინდებიან.

​​​​

კონკურსის გამარჯვებულებს ერთი წლის განმავლობაში დაუფინანსდებათ ყოველთვიური 300 და 400-ლარიანი სტიპენდია.

​​

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, აპლიკაცია 2025 წლის 2 ნოემბრის ჩათვლით შეავსოთ.

bottom of page