დააფინანსე შესაძლებლობა
2021

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა სოციალურად დაუცველი ჯგუფებისათვის. მათ ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, ისწავლონ თანამედროვე აკადემიურ სივრცეში და ამისათვის მეტი მხარდაჭერა ესაჭიროებათ.  

 

ხშირად მათ არ აქვთ საკმარისი შემოსავალი და ფინანსური სახსრები, რომ სტუდენტობისას საკუთარი ცხოვრების ხარჯები დაფარონ და ამ მიზეზით უწევთ უმარლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელებაზე უარის თქმა.

2021 წელს პროექტ "დააფინანსე შესაძლებლობის" ფარგლებში ალუმნი ფონდი თავისუფალი უნივერსიტეტის 2021 წლის მიღების სოციალურად დაუცველ სტუდენტებს დაუფინანსებს ერთწლიან ყოველთვიურ 300 ლარიან სტიპენდიას.

ერთი სტუდენტის ერთწლიანი ყოველთვიური სტიპენდიის დასაფინანსებლად საჭიროა 4,500 ლარის მობილიზება (გადასახადების ჩათვლით). 2021 წელს ალუმნი ფონდი მინიმუმ სამ სტიპენდიას დააფინანსებს.

კონკურსის მონაწილეებისთვის

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 70,000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ ან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ პირებს, რომლებიც 2021 წელს ჩააბარებენ თავისუფალ უნივერსიტეტში.

სასტიპენდიო კონკურსი სააპლიკაციო და გასაუბრების ეტაპებისგან შედგება. გამარჯვებულები 2021 წლის ოქტომბრის დასაწყისში გამოვლინდებიან.

კონკურსის გამარჯვებულებს ერთი წლის განმავლობაში დაუფინანსდებათ ყოველთვიური 300 ლარიანი სტიპენდია.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, აპლიკაცია 2021 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით შეავსოთ.