top of page
web copy.png
ჯოვანი მორა ლოგო ქართ - Natia Svanidze_page-0001.jpg

სექტორი: წარმოება / ვაჭრობა

პროდუქტი: აქსესუარები და ტანსაცმელი

დამფუძნებლები: ნათია სვანიძე (ESM2013), თინა ლომაია (ESM2013), მარიამ ლაპიაშვილი და პავლე გაბრიჭიძე (ESM2013)

„ჯოვანი მორა“ ქართული აქსესუარებისა და ტანსაცმლის ბრენდია, რომელიც რამდენიმე წელია მომხმარებელს თავს ორიგინალური კოლექციებითა და კონცეპტუალური ნამუშევრებით ამახსოვრებს. კომპანიის თანადამფუძნებლები ნათია სვანიძე, თინა ლომაია და პავლე გაბრიჭიძე თავისუფალი უნივერსიტეტის ESM-ის სკოლის კურსდამთავრებულები არიან.

"მეგობრებს, რომლებსაც თავისუფალ უნივერსიტეტში არაერთი საერთო პროექტი გვაკავშირებდა, გვინდოდა ისევ ერთად რაიმე საქმიანობის წამოწყება. ამასობაში ორ დამფუძნებელს - მარიამსა და პავლეს გაუჩნდათ მამაკაცის აქსესუარების ბრენდის შექმნის იდეა. იმ დროს მეტად რთული იყო მამაკაცისთვის ორიგინალური საჩუქრის ჩუქება, ამიტომაც იდეა საინტერესო გახდა დანარჩენი დამფუძნებლებისთვისაც და ასე გაერთიანდა ოთხი ადამიანი „ჯოვანი მორას“ შესაქმნელად". - ნათია სვანიძე, ჯოვანი მორას თანადამფუძნებელი.

ჯოვანი მორას პროდუქტის ხარისხი, შინაარსობრივი დატვირთვა და ვიზუალური სტილი გამოარჩევს. ამჟამად „ჯოვანი მორას“ პროდუქცია იყიდება როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.

"ვმუშაობთ როგორც საცალო, ისე კორპორატიულ გაყიდვებზე. ვინაიდან გვაქვს არაერთი პროდუქტი, რომელიც შექმნილია ქართული თემატიკის გარშემო, „ჯოვანი მორა“-ს მომხარებლები ხშირად ხდებიან ტურისტებიც.

 

საქმიანობის განვითარებას ტანსაცმლის ხაზის გაფართოებით ვაპირებთ. ამჟამად ვმუშაობთ ტანსაცმლის სხვადასხვა კონცეფციაზე და უახლოეს მომავალში ახალ პროდუქტებს იხილავს ჩვენი მომხმარებელი." - ამბობს ნათია სვანიძე.

186136406_1502638396741166_8821790839115825992_n.jpg
28616409_610867999251548_1570605731191063439_o.webp

„ჯოვანი მორას“ ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტი „ოკუპირებული საპასპორტეა“, წარწერით - „20% of my country is occupied by Russia” („ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ“). საპასპორტეს ვიზუალური კონცეფცია ქვეყანაში ანტისაოკუპაციო მოძრაობის ერთ-ერთ სიმბოლოდაც იქცა.

„ჯოვანი მორა“ პირველი ქართული მცირე ბიზნესი აღმოჩნდა, რომელმაც სცადა ლოკალურ სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე ღიად ესაუბრა, წამოეწია მნიშვნელოვანი პრობლემები და პოპულარიზაცია გაეწია მისთვის საინტეერსო იდეებისთვის. „ჯოვანი მორამ“ მოახერხა ესაუბრა არამხოლოდ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, არამედ მისი პროდუქტების სახით თანამოაზრეებისთვის ხელშესახები ინსტრუმენტიც შეეთავაზებინა პრობლემებთან საბრძოლველად.

ჯოვანი მორას საკონტაქტო ინფორმაცია:

T.: +995 593 525 354

E.: hello@giovannimorra.com

W.: www.giovannimorra.com

A.: გალერია თბილისი, შ.რუსთაველის გამზ. 2/4

bottom of page