image (6).png
277776442_349603813854472_3413114078971640194_n.png

სექტორი: მობილური აპლიკაციების (iOS/android) შექმნა & გამოქვეყნება

პროდუქტი: მობილური აპლიკაციები, საბავშვო საგანმანაგლებლო თამაშები

დამფუძნებლები: მიხეილ ხვედელიძე (ESM 2014), ლევან ხოლუაშვილი, ლაშა სიმონიშვილი, გიორგი მაისურაძე

Founder-ის გუნდი მობილური აპლიკაციებისა და ციფრული ტექნოლოგიების სფეროში 2012 წლიდან მუშაობს, უკვე რამდენიმე წელია ძირითადი მიმართულება საბავშვო საგანმანათლებლო აპლიკაციების შექმნაა, დღეს კი მათ მობილურ აპლიკაციებს 50 მილიონზე მეტი გადმოწერა და მილიონობით მომხმარებელი ყავთ ევროპასა და ა.შ.შ.-ში. კომპანიის თანადამფუძნებლები მიხეილ ხვედელიძე თავისუფალი უნივერსიტეტის ESM-ის სკოლის კურსდამთავრებულია.

"ბრენდი - Founder - ჩვენს გუნდს წარმოადგენს, მის ქვეშ მოიაზრება ყველა ჩვენი არსებული და სამომავლო ბიზნესი მობაილ (iOS / android) და IT სფეროში.

გუნდის მომხმარებლებზე გათვლილი ბრენდები Founder-ის ქვეშ ერთიანდება და სამომავლოდ მათი სიაც გაიზრდება. ჩვენი თანამშრომლები შეიძლება პარალელურად ან პერიოდულად მუშაობდნენ სამომხმარებლო ბრენდების სხვადასხვა პროექტზე, თუმცა, ქართულ და უცხოურ დასაქმების ბაზარზე, მათ ყველას Founder-ის ბრენდი აერთიანებს. ჩვენთვის ის მოიცავს წლების მანძილზე გუნდში შეძენილ გამოცდილებებს, ბიზნესის ყველა მთავარი მიმართულებით: თამაშების და მობაილ აპლიკაციების დეველოპმენტის სპეციფიკები, კომპანიის კულტურა, ამ კულტურაზე მორგებული მენეჯმენტის მიდგომები და საერთაშორისო მობაილ ბაზარზე მიღებული მარკეტინგის გამოცდილება.

 

ამჟამად, ჩვენი მთავარი პროდუქტი საბავშვო საგანმანათლებლო თამაშებია, ამ მიმართულებით გვაქვს აპლიკაცია Bebi Toddlers უამრავი თამაშით და აქტივობით 5 წლამდე ბავშვებისთვის. დაგეგმვის პროცესშია თამაშები 6-9 წლამდე აუდიტორიისთვის. ამის გარდა, ვმუშაობთ Family Album (Photo Editing) აპლიკაციაზე, რომელიც უკვე მალე გამოვა beta stage-იდან.

ჩვენი აპლიკაციების მთავარი ბაზარი ინგლისურენოვანი განვითარებული ქვეყნებია, მომხმარებლების და შემოსავლის უდიდესი წილი ამერიკელ და ბრიტანელ მომხმარებელზე მოდის". - მიხეილ ხვედელიძე, Founder-ის თანადამფუძნებელი.

bebi-family.png
math-and-alphabet.png

Bebi Family - Founder-ის ყველაზე ახალი და წარმატებული ბრენდია. კომპანია ამ სახელით 2019 წლიდან ქმნის და აქვეყნებს თამაშებს მობაილ პლატფორმებზე (iOS/android) 5 წლამდე ბავშვებისთვის. მალე უფრო მაღალი ასაკობრივი ჯგუფის დაფარვასაც გეგმავენ. რამდენიმე წლის წინ, როცა მათი საქმისთვის ახალ მიმართულებას ეძებდნენ, საბავშვო, სწრაფად მზარდი, საგანმანათლებლო თამაშების ნიშა აღმოაჩინეს. კომპანიის დამფუძნებლების თქმით მაშინ საკმაოდ გაუმარტივდათ ამ ბაზარზე შესვლა და მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტისთვის ბაზარი უკვე საკმაოდ გაჯერებულია, მათ მოახერხეს რომ ორივე პლატფორმაზე (iOS/android) მნიშვნელოვანი წარმატებისთვის მიეღწიიათ. დღეს "ბები ფემილის" თამაშები 50 მილიონზე მეტ გადმოწერას ითვლის და მოწინავე ადგილი უჭირავთ სუაკთეთესო ათეულებში.

"2012 წელს სოციალური ქსელები, სმარტფონები და ზოგადად ციფრული ტექნოლოგიები, ჯერ კიდევ არ იყო ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების შეუცვლელი ნაწილი, განსაკუთრებით კი საქართველოში.

Founder-ის გუნდში თავიდანვე გვქონდა გამოცდილება ყველა იმ მთავარი მიმართულებით, რაც საჭირო იყო იმ დროისთვის წარმოუდგენლად სწრაფად მზარდ ციფრული ტექნოლოგიების სექტორში ხარისხიანი პროდუქტის შესაქმნელად. იმ დროისთვის, Apple App Store და Google Play Store განვითარების პირველ ეტაპზე იყო და გვაძლევდა საშუალებას ჩვენი გამოცდილებით შექმნილი პროდუქტები საერთაშორისო ბაზარზე მარტივად გაგვეტანა, რაც ქართულ ციფრულ ბაზართან შედარებით თითქმის ულიმიტო შესაძლებლობებს გვიხსნიდა, მომხმარებლების რაოდენობის და პოტენციური შემოსავლის მხრივ.

 

გუნდი თავიდანვე დასავლურ ბაზარზე მობაილ აპლიკაციებით და თამაშებით შესვლის იდეით შეიკრიბა. პირველი საკუთარი მობაილ თამაში 2013 წელს გამოვეცით, მაგრამ 2015 წლამდე ეს შემოსავლები არ იყო საკმარისი კომპანიის შესანახად. ამიტომ პირველი 2.5 წლის განმავლობაში, ქართული კომპანიების დაკვეთებზეც გვიწევდა მუშაობა, ეს იყო ციფრული მარკეტინგული პროექტები, რაც მოიცავდა: სოც. მედია კამპანიებს, აპლიკაციებს, მინი თამაშებს და სხვა ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს მარკეტინგული კამპანიებისთვის. 2015 წლიდან შევწყვიტეთ შეკვეთებზე მუშაობა და სრულად გადავერთეთ საკუთარ პროექტებზე."

Nextep - Founder-ის გუნდი პირველად 2012 წელს, Nextep-ის ბრენდის გარშემო შეიკრიბა. გუნდის საბოლოო მიზანი თავიდანვე საკუთარი მობილური აპლიკაციების და თამაშების შექმნა და გამოქვეყნება იყო, თუმცა სანამ საკუთარი მობაილ პროექტებიდან საკმარისი შემოსავალი გაუჩნდებოდათ, Nextep-ის ბრენდით ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე არსებულ დიდ კომპანიებთან მუშაობდნენ. შეკვეთებს იღებდნენ ფეისბუქ და მობაილ აპლიკაციებზე, თამაშებზე, გეგმავდნენ და მართავდნენ მათ ციფრულ კამპანიებს. ბოლო შეკვეთა 2015 წელს მიიღეს, ამ დროისთვის გუნდს უკვე გაუჩნდა საკმარისი შემოსავალი საკუთარი პროექტებიდან, იმისთვის რომ დამოუკიდებლად გაეგრძელებინა განვითარება. Nextep შეინარჩუნეს და 2015 წლიდან ამ სახელით სხვა და სხვა ტიპიის აპლიკაციებს გამოაქვეყნეს.

9_1.png
13_1.png

Talgame-ის ბრენდით გუნდი 2014 წლიდან ქმნის და აქვეყნებს მობაილ თამაშებს და გასართობ აპლიკაციებს უფროსებისთვის. Bebi Family-ს განსაკუთრებულმა წარმატებამ დროებით შეაჩერა მათთვის ეს მიმართულება, მაგრამ დამფუძნებლების და თანამშრომლების უმრავლესობა ვიდეო თამაშებით არიან გატაცებულნი და ფინანსური რესურსის ზრდასთან ერთად, იმედოვნებენ Talgame-ის პროექტებზე მუშაობის მალე განახლებას.

1520507132524.jfif
84346901_123984402465448_131547778760310784_n.png

"ციფრული პროდუქტის დახვეწა და განვითარება უსასრულოდ შეიძლება, ამისთვის საჭიროა შეძლო დაინახო ბაზრის მიდმინარე საჭიროებები და გქონდეს შესაბამისი რესურსი და გამოცდილება მათთვის პროდუქტის მოსარგებად. Founder-ში ვცდილობთ ჩვენი გადაწყვეტილებები ყოველთვის ეყრდნობოდეს ბაზრის ანალიზს და მონაცემებს ჩვენი აპლიკაციების ანალიტიკიდან, დეველოპმენტი კი ყოველთვის დეტალების დახვეწაზე იყოს ორიენტირებული. ზოგჯერ ეს პროცესს ზედმეტადაც ანელებს და მუდმივად ვცდილობთ სწორი ბალანსის პოვნას, თუმცა, ჯერჯერობით ეს მიდგომა წარმატებით მუშაობს და ვახერხებთ რომ ჩვენი პროდუქტი კონკურენტუნარიანი იყოს დასავლეთის განვითარებული ქვეყნების ბაზარზე.

ამჟამად, Founder-ის გუნდში 30-ზე მეტი ადამიანია. კომპანიის აპლიკაციები 50 მილიონზე მეტ გადმოწერას ითვლის და მილიონობით მომხმარებელი ჰყავთ ამერიკასა და ევროპაში. 

 

გუნდისთვის მიმდინარე გამოწვევად ჯერ კიდევ რჩება სამუშაო პროცესების მართვა, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი მიღწევები აქვთ. თამაშების განვითარება მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა software პროექტებისგან და რადგან საქართველოში ეს ჯერ კიდევ ნიშური სექტორია, კომპანიის გარეთ ხელმისაწვდომი გამოცდილება თამაშების მიმართულებით ძალიან მწირია. ამიტომ, სამუშაო პროცესის კიდევ უფრო საინტერესო და ეფექტური რომ გახდეს, ახალი მიდგომებს თვითონვე იძიებენ და ნერგავენ.

"Founder-ში ერთერთი ყველაზე საინტერესო პროცესი ახალი პროექტის დაწყებაა. მუშაობა იწყება ბაზრის კვლევით, ვეძებთ კონკურენტებს და ვიგებთ რა მოთხოვნები აქვს მომხმარებელს. ვაანალიზებთ რით შეიძლება ვაჯობოთ სხვა აპლიკაციებს, თუ გვაქვს შესაბამისი გამოცდილება და რესურსი კომპანიაში, როგორც დეველპმენტის, ისე მარკეტინგის მხრივ. თუკი საბოლოოდ ყველა დეპარტამენტის მენეჯერი თანხმდება ფუნქციონალის ძირითად მონახაზზე, პროექტზე სამუშაოდ ვიწყებთ გუნდის შეკვრას. გუნდის წევრები ძირითადად კომპანიის შიგნითვე მოიძებნება, თუმცა, ზოგჯერ ქართველი ან უცხოელი ფრილანსერების დამატებაც გვიწევს. ამის შემდეგ გუნდი ქმნის პროექტის გეგმას და განრიგს, რის მიხედვითაც იწყება მასზე მუშაობა. თითოეული ახალი იდეა და პროექტი თავისებური სტარტაპი ხდება - ახალი, ინდივიდუალური გამოწვევებით და განვითარების გზით.

 

ვთვლით, რომ Founder-ის კულტურაც ზოგადად გამორჩეულია. იმის გამო, რომ ჩვენს სფეროში საკმაოდ მწირი გამოცდილებაა საქართველოში, თითქმის ყველაფრის სწავლა 0-დან მოგვიწია. ეს ერთის მხრივ ნელი და შრომატევადი პროცესია, მაგრამ მეორე მხრივ იძლევა უნიკალურ ცოდნას, რადგან კომპანიაში დანერგილი თითქმის ყველა მიდგომა კარგად გვაქვს გააზრებული და კონკრეტულ ბიზნეს საჭიროებას პასუხობს. სახელმძღვანელოებიდან ან ზოგადი “საუკეთესო გამოცდილებების” დაკოპირებისაგან განსხვავებით, ეს იძლევა საშუალებას გუნდში ყველას ორგანულად ესმოდეს და იაზრებდეს სამუშაო სტრუქტურას, ნებისმიერი მიმართულებით.

272881081_431035671870426_5524047220579116579_n.png

ამავე მიზეზით, კომპანიისთვის პრიორიტეტულია გუნდის ახალი წევრებს ეფექტურად გადავცეთ არსებული გამოცდილება, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოერგონ მათთვის შედარებით უცხო სფეროს და დაიწყონ თავიანთ სფეროში ახალი ცოდნის დაგროვება. ამ მიამრთულებით ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, თუმცა, ვცდილობთ ყველასთვის პრიორიტეტი იყოს თვითგანვითარება და გამოცდილების გაზიარება. გვსურს, ეს მიდგომა საბოლოოდ მთავარი ღირებულება და კომპანიის კულტურის ნაწილი გახდეს." - მიხეილ ხვედელიძე

Founder-ის საკონტაქტო ინფორმაცია:

E.: contact@fndr.ge

W.: fndr.ge

A.: ა. ცაგარელის 78, თბილისი