294247307_7748941551842512_1589314617573930416_n.jpg
Studio lingo medium - Iliko Daraselia (1).jpg

სექტორი: განათლება

მომსახურება: უცხო ენების ონლაინ კურსები

დამფუძნებლები: ილიკო დარასელია (IR2019)

„სტუდიო ლინგო“ 2021 წელს დაარსდა და ქართველ მომხმარებლებსა და კომპანიებს 4 ენის, ინგლისურის, გერმანული, რუსულისა და ჩინურის შესწავლას სთავაზობს ონლაინ. სტუდიის დამფუძნებელი თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის 2019 წლის კურსდამთავრებული ილიკო დარასელიაა.

"Studio Lingo დავაფუძნე 2021 წლის იანვარში მაშინ, როცა საქართველოში მძიმე პანდემიური სიტუაცია იყო.

 

2020-ში ჩინეთიდან დაბრუნების შემდეგ დავიწყე კერძო რეპეტიტორად მუშაობა. გამომდინარე იქიდან, რომ სულ მინდოდა საკუთარი ბიზნესი მეკეთებინა, ქვეყანაში აქამდე არარსებული რაიმე ღირებული შემექმნა, თან უცხო ენები ჩემთვის განსაკუთრებით ახლო სფეროა და თავისუფალი უნივერსიტეტის შემდეგ, გერმანიაში და ჩინეთში სტიპენდიებითაც მისწავლია ეს ენები, გადავწყვიტე ენების ისეთი სკოლის შექმნა, სადაც ბევრად მეტს ვასწავლიდი, ვიდრე ამა თუ იმ ენაში გრამატიკა, უცხო სიტყვები და ფრაზებია.

 

არალელურად, დავიწყე სოციალურ ქსელში აქტიურობა: Linkedin-ზე სასარგებლო პოსტების წერა და ვიდეოების ჩაწერა Tiktok-ზე, რამაც ძალიან გაამართლა და ჩემი საქმიანობა კიდევ უფრო მხიარული და საინტერესო გახადა. შემდგომ მივხვდი, რომ სტუდიის გუნდის შექმნის დროც დადგა და ავიყვანე მასწავლებლები, რომლებიც საკუთარი მიდგომებითა და გამოცდილებით დავატრენინგე. რამდენიმე თვის წინ კი ჩვენს გუნდს ადმინისტრაციული ასისტენტიც შემოემატა.

სსს.png

Studio Lingo არის სივრცე, სადაც ინგლისურის, რუსულის, გერმანულის და ჩინურის გაკვეთილები მაქსიმალურად არის მორგებული ინიდივუალურად მოსწავლეებზე და ენას სავარჯიშოებში სიტყვების ჩასმითა და ფრაზების გაზუთხვით არ ასწავლიან. თეორიული გრამატიკული ცოდნა ცოცხალ დიალოგებსა და საუბრებში, წერაში მოწმდება და გარკვეული დონის დახურვისთვის ზოგად ლიმიტებს და დედლაინებს არ აწესებენ.

"ჩვენთან სტუდიაში მოსწავლეებს პერიოდულად ვუტარებთ შეუალედურ/შემაჯამებელ გაკვეთილებს ოთხივე კომპონენტში (საუბარი, მოსმენა, წაკითხვა, წერა), რათა დააკვირდნენ საკუთარ პროგრესს და ხშირად იმეორონ მასალა. მსგავსი რამ კი დღევანდელ ქართულ ბაზარზე არსად გვხვდება.

 

ძირითადის გარდა აქ მოსწავლეები იყენებენ დამატებით მასალებსაც, რაც მათზე ინდივიდუალურადაა მორგებული, თავიანთი ინტერესებიდან და მიზნებიდან გამომდინარე, რომ სწავლის პროცესი უფრო საინტერესო და პროდუქტიული იყოს.

 

ამასთან, Studio Lingo-ს მასწავლებლები დიდ ყურადღებას ვაქცევთ საუბრისა და ლაპარაკის მანერას, რათა მოსწავლეებმა უცხო ენაზე უფრო დამაჯერებლად, გამართულად, საინტერესოდ და სწორი გამოთქმით იმეტყველონ, რაც მათ გაუადვილებს კარიერული მიზნების მიღწევას მომავალში.

 

და კიდევ ერთი გამორჩეული რამ ჩვენზე: ჩვენს გაკვეთილებზე მასწავლებლები მოსწავლეებს საკუთარ გამოცდილებას, ამა თუ იმ ხალხსა და ქვეყანაზე ინფორმაციებსაც ვუზიარებთ. მხოლოდ ენის სწავლა ბევრს არაფერს მოგვცემს თუ ამ ენის კულტურასა და სახელმწიფოზე არ გაგვაჩნია ცოდნა გარკვეული დოზით მაინც." - ამბობს ილიკო დარასელია.

 

ზოგადი ტიპის გაკვეთილებისა გარდა მოსწავლეებს აქვთ საშუალება ისწავლონ ისეთი ვიწრო სპეციალიზაციის სფეროები, როგორიცაა ბიზნეს ინგლისური (ფინანსები, მარკეტინგი, ადამიანური რესურსები, ლოჯისტიკა), სამედიცინო გერმანული და ბიზნეს ჩინური.

 

"სტუდიის მთავარი ფრაზა "შეაბიჯე ახალ სამყაროში" ზუსტად ასახავს ჩვენს მიდგომას, სტუდიის ხარისხს და მიზანს, რომ მოსწავლეებს ვასწავლოთ ბევრად მეტი, ვიდრე უბრალოდ ენაა და დავეხმაროთ, შეაბიჯონ ახალი შესაძლებლობების სამყაროში."

აააა_edited_edited.jpg

ჯამში წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩვენთან თანამშრომლობაზე სურვილი 250-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა, რაც კიდევ უფრო ზრდის ჩვენი გუნდის მოტივაციას. ჩვენი ამჟამინდელი მიღწევები სტუდიის გუნდურობის შედეგიცაა, რადგან ხშირად ვაწყობთ საერთო შეხვედრებს თუნდაც ერთი კონკრეტული მასწავლებლის რომელიმე კონკრეტული პრობლემის ერთობლივად გადასაჭრელად (აქ ძირითადად ფსიქოლოგიურ თემებს განვიხილავთ). გამომდინარე იქიდან, რომ მოტივირებული ყოველთვის ყველა ვერ იქნება, ამ დროს სწორედ გუნდურ თანადგომასა და ერთიან ძალისხმევას მივყავართ წარმატებამდე."

310094729_471390235003818_4503504856704083554_n.jpg

"დღეს ჩვენი გუნდი 10 წევრს ითვლის. ჯერჯერობით ჩვენი საქმიანობა ონლაინ სივრცით შემოიფარგლება, რადგან პანდემიის პერიოდში უდიდესი მოთხოვნა სწორედ ონლაინ გაკვეთილებზე იყო. სულ ცოტა ხნის წინ შევქმენით სტუდიის ვებ გვერდიც, სადაც დეტალურად გვაქვს აღწერილი ჩვენზე ყველაფერი.

აქტიურად ვცდილობთ, კომპანიებს შევთავაზოთ კორპორატიული გაკვეთილები, რაც ჩვენთვისაც ძალიან საინტერესოა. რამდენიმე მათგანთან გვაქვს კიდეც წარმატებული პარტნიორობა.

 

სამომავლოდ სტუდია გეგმავს on-site (ადგლობრივად) გაკვეთილების ჩატარებასაც, უცხოელი (native) მასწავლებლების აქტიურ დასაქმებას.

 

"ვაპირებთ, უცხოელი მასწავლებლების თანამშრომლობით ისეთი პრაქტიკის შემოტანას, რაც არათუ საქართველოში, ალბათ არც არსად ჯერ არავის დაუნერგავს - მაქსიმალურად პრაქტიკული გამოცდების ჩატარებას, თუმცა ამაზე ბოლომდე საუბარი ჯერ არ ღირს :)

უცხო ქვეყნის სასწავლებლებთან დამეგობრებაც ჩვენი გეგმების განუყოფელი ნაწილია, რათა წარმატებულ მოსწავლეებს საშუალება მივცეთ, თავიანთი ცოდნა უცხოეთში მიღებული ცოდნითაც გაამდიდრონ. Studio Lingo-ს ერთ-ერთი ფუნდამენტური მისიაა ქვეყნის მასშტაბით რეგიონებშიც ფილიალების გახსნა და არათბილისელებისთვის მათზე მორგებული კურსების შეთავაზება.

 

მე, პირადად ილიკო დარასელიას, მსურს სამომავლოდ სტუდიაში მასწავლებლების გადამზადებისა და ტრეინინგების პლატფორმაც შევქმნა, სადაც გავუზიარებ პირად გამოცდილებას სწავლებაში დაინტერესებულ ყველა მსურველს.

საინტერესო ფაქტები სტუდიო ლინგოს შესახებ:

1. სტუდიის დაარსებამდე რამდენიმე თვით ადრე ჩემს მეგობარს ველაპარაკებოდი და ვეწუწუნებოდი ჩემს სამომავლო საქმიანობასა და ამ მიმართულებით ჩემს დაბნეულობაზე. და უცებ მეუბნება, წარმოიდგინე, რა მაგარი იქნება, რომ ზუგდიდში ჩინური ენის სწავლება დაიწყოო (ზუგდიდელი ვარ) და ეს იდეა ისე ჩამიჯდა გონებაში, რადგან სულ მინდოდა ჯერ არშექმნილის შექმნა და განხორციელება, რაც ძალიან მაგარი რამ იქნებოდა. მეც იმ წამსვე დაუფიქრებლად მივიღე სტუდიის შექმნის გადაწყვეტილება.

 

2. სტუდიის დამფუძნებელი პეიროდულად თავისი სტუდიის ყველა მოსწავლის შედეგებით, პროგრესით ინტერესდება. და კიდევ უფრო ინტერესდება მოსწავლეების შეფასებებით და კმაყოფილებით. სწორედ ამიტომ ხშირად ვთხოვთ მოსწავლეებს ჩვენს შეფასებას, რათა ჩვენი ხარისხი დროთა განმავლობაში მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ.

 

3. სტუდიაში მასწავლებლები გადიან შერჩევის სამ რთულ ეტაპს, სადაც მათი ენობრივი ცოდნის გარდა მოწმდება პიროვნულობა, სწავლების მოტივაცია, რთული მასალის მარტივად ახსნისა და გადმოცემის უნარი, ფსიქოლოგიური მიდგომები. ასე რომ, სტუდიო ლინგოში სწავლა ავტომატურად ნიშნავს პროფესიონალ მასწავლებელთან სწავლას." - ილიკო დარასელია.

სკუტ სკუტის საკონტაქტო ინფორმაცია:

T.: 032 211 46 23

E.: info@studiolingo.ge; iliko@studiolingo.ge

W.: www.studiolingo.ge