top of page
scoot-scoot.png
logo.png

სექტორი: ინდივიდუალური ტრანსპორტი

მომსახურება: სკუტერების გაყიდვისა და გაქირავების სერვისი

დამფუძნებლები: გიორგი ფოფორაძე (ESM2013), გიორგი მონავარდიშვილი (ESM2013)

„სკუტ სკუტი“ საქართველოში მცირე და თავისუფალი ინდივიდუალური ტრანსპორტის კულტურას 2016 წლიდან ამკვიდრებს. კომპანია სხვადახვა სახის მცირე ტრანსპორტისა და მათი აქსესუარების იმპორტს ახორციელებს და მომხმარებლებს საქართველოში საუკეთესო სკუტერ სერვისს სთავაზობს. კომპანიის თანადამფუძნებლები გიორგი ფოფორაძე და გიორგი მონავარდიშვილი თავისუფალი უნივერსიტეტის ESM-ის სკოლის კურსდამთავრებულები არიან.

"ყველა საქმე, რასაც ხელს ვკიდებთ, ემსახურება ჩვენი და ჩვენი გარშემო მყოფების თავისუფლების დონის ზრდას.. თავდაპირველად სკუტერების უცხოელებზე გაქირავებით დავიწყეთ, რადგან ახალი ქალაქის აღმოჩენა, ინდივიდუალური, უზრუნველი ტრანსპორტით ძალიან მარტივი და მრავლისმომცველია. მალევე მივხვდით, რომ ეს უნიკალური ტრანსპორტის სახეობა ქართველებისთვისაც გაგვეხადა ხელმისაწვდომი. ეს საკმაოდ რთული ამოცანაა მცირე/საშუალო ბიზნესისთვის, რადგან ტრანსპორტის პოლიტიკას და განსაკუთრებით ახალი ტრანსპორტის დაფუძნებას, როგორც წესი ახორციელებენ სახელმწიფო სტრუქტურები და ინსტიტუციონალური ბიზნესები, ჩვენ ახალი ტრანსპორტის დაფუძნებას შევუდექით ჩვენი ძალებით, იდეალისტური, ახალგაზრდული ენთუზიაზმით და გამბედაობით.". - გიორგი ფოფორაძე, სკუტ სკუტის თანადამფუძნებელი.

02.jpg

სკუტ სკუტის დაარსების შემდეგ ბაზარზე უამრავი კონკურენტი გამოჩნდა, თუმცა, სკუტ სკუტი ინარჩუნებს ლიდერობას და მუდმივად ვითარდება, რასაც კომპანიის გუნდი მთელი მსოფლიოდან საუკეთესო პროდუქტების შეთავაზებით, მოქნილი პროცესებით და ძალიან ჩქარი ბრუნვადობით ახერხებს.

"სკუტ სკუტის სლოგანი დაფუძნების დღიდან არის - "მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით". გვინდოდა ქვეყანაში არსებული სტერეოტიპები დაგვეძლია და მცირე ტრანსპორტი ყველასთვის მისაღებ გადაადგილების ფორმად გვექცია. თავდაპირველად თუ ძალიან გვიჭირდა გვეპოვა ადამიანები, რომელთაც გადმოჯდომას გავაბედინებდით, ახლა სკუტერი პოპულარული ტრანსპორტია ფართო აუდიტორიისთვის და ყოველდღიურად ვუახლოვდებით ჩვენი სლოგანის რეალობად ქცევას. 

უფრო და უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ყოველდღიურ ტრანსპორტად სკუტერს ან მოტოციკლს. შედარებით მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანები სკუტერს ან მოტოციკლს იყენებენ მეორე ტრანსპორტად, ხოლო დამოუკიდებლად ცხოვრების მოსურნე ახალგაზრდები, ხშირად ავტომობილის ნაცვლად უფრო ეკონომიურ და თავისუფალ ტრანსპორტს ირჩევენ მთავარ გადასაადგილებელ საშუალებად." - ამბობს გიორგი ფოფორაძე.

Web capture_21-9-2022_03856_scootscoot.ge.jpeg

"ეს ბიზნესი ენთუზიაზმით დავიწყეთ - დამფუძნებლებს არ გვქონდა არანაირი კომპეტენცია მოტოციკლის ტექნიკურ მხარეზე, ამას გარდა, როდესაც ვიწყებდით, არ არსებობდა არანაირი სიგნალი, რომ ქართველები ამ ტრანსპორტს აითვისებდნენ, რადგან საქართველოში მოტოკულტურა არასდროს ყოფილა ძლიერი. ეს საქმე დავიწყეთ მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ თვითონ ძალიან მოგვწონდა ეს ტრანსპორტი და ვფიქრობდით, რომ ჩვენსავით მოაზროვნე ადამიანებს მალე ვიპოვიდით.

OGP_0816 - Giorgi Poporadze.jpg

ნახევარი 20 ფუტიანი კონტეინერიდან, რომელიც 30 მცირე, მეორად სკუტერს იტევდა, ახლა გვყავს დაახლოებით 3000 კლიენტი, რომელიც ავტომობილიდან ან საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან მცირე ტრანსპორტზე გადმოვსვით და გვაქვს უკვე შემდგარი, სულ ახალი, ძალიან დინამიური ბაზარი ძლიერი კონკურენციით" - ამბობს გიორგი მონავარდიშვილი.

ეკონომიკურმა კრიზისმა, ომმა და ლარის ცვალებადმა კურსმა ყველა ბიზნესი დააზარალა, ამას დაემატა სახელმწიფო რეგულაციები მოტოციკლის მართვასთან დაკავშირებით, რამაც გარკვეული სახის პროდუქტებზე მოთხოვნა შეამცირა. "სკუტ სკუტის" გეგმაა პროცესები და ორგანიზაციული სტრუქტურა ისე გამართოს, რომ მათი საქმიანობის სფეროსა და სივრცის გაფართოება მარტივი იყოს. კომპანია გეგმავს მომიჯნავე პროდუქტებისა და სერვისების დამატებას და ასევე, საქართველოსა და საქართველოს ფარგლებს გარეთ გეოგრაფიულად გაშლას.

სკუტ სკუტის საკონტაქტო ინფორმაცია:

T.: 032 2 24 60 60

E.: hello@scootscoot.ge

W.: www.scootscoot.ge

A.: გ. ჩუბინაშვილის 63, თბილისი

bottom of page