kerneli-1.png
download.png

სექტორი: ფინტექი

მომსახურება: მარტივი ინვოისირება და ფინანსური ხელსაწყოები

დამფუძნებლები: მიშო ზღულაძე (ESM2020), ბექა დალაქიშვილი, გიორგი ტუხაშვილი

კერნელი განვითარებადი ქვეყნების მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსური მართვის ხელსაწყოებით ოპერაციულ სისტემებს აშენებს, რაც მათ რუტინული ოპერაციების გაციფრულებისა და ავტომატიზაციის შესაძლებლობას აძლევს. კერნელი მცირე და საშუალო ბიზნესებს საკუთარი ფინანსების მართვასა და საბუღალტრო დოკუმენტაციისა და საგადასახადო შევსების ავტომატიზაციაში ეხმარება, ასევე, მათ უმარტივებს მომხმარებლებისგან გადასახადების შეგროვებას, საკუთარი ვალდებულებების გადახდასა და საბანკო მომსახურებასა და არასაბანკო ფინანსებზე წვდომას. კომპანიის თანადამფუძნებელი მიშო ზღუდაძე თავისუფალი უნივერსიტეტის ESM-ის სკოლის კურსდამთავრებულია. 

"საინტერესოა, რომ როგორც ბიზნესების, ასევე ბუღალტრების ეფექტური საქმიანობისთვის საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენს ბუღალტრული დოკუმენტაციისა და პროცესების მართვა, გადასახადების გამოთვლა, პროგნოზი და საკუთარი ფინანსური მდგომარეობის შეფასება. ამიტომ, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა, მარტივი ხელსაწყოები, რომლითაც მცირე მეწარმეებს და მათ ბუღალტრებს შორის პროცესს და კოლაბორაციას გავამარტივებდით. თანამედროვე სამყაროში მცირე მეწარმეები ბუღალტერიაზე და დოკუმენტაციის შედგენაზე დიდ დროს არ უნდა ხარჯავდნენ, რადგან უმჯობესია, ეს დრო და ძალისხმევა უფრო მნიშვნელოვან საქმეებს, განვითარების გეგმას და მის განხორციელებას, დაუთმონ." ამბობს მიშო ზღუდაძე, კერნელის თანადამფუძნებელი.

კერნელის იდეა დაახლოებით 2 წლის წინ გუნდს საკუთარი საჭიროებებიდან გაჩნდა. Ბექა დალაქიშვილი, სტარტაპის CEO და თანადამფუძნებელი, პროფესიით ფინანსისტია. მას კონსულტაცია გაუწევია ასობით მცირე ბიზნესისთვის და უმუშავია ათობით ბუღალტრულ გუნდთან. Სტარტაპის დაფუძნების მომენტისთვის ის ერთ-ერთ ჰოლდინგურ კომპანიაში ფინანსურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და ჰოლდინგში შემავალ კომპანიებსა და ბუღალტრებს შორის კომუნიკაციისა და ინფორმაციის მიმოცვლის პრობლემას აწყდებოდა. ვინაიდან ასეთი გამოწვევების წინაშე დგას ძალიან ბევრი მცირე ბიზნესი, საკუთარი პრობლემის გადასაჭრელად შექმნილი გადაწყვეტა ნელ-ნელა გარდაიქმნა სტარტაპ იდეად.

kernel (2).jpg

"იქიდან გამომდინარე, რომ კერნელის მიზანი ფინანსების მენეჯმენტის გაციფრულება და გამარტივებაა, ჩვენი ხელსაწყოების გამოყენება შეუძლია ისეთ მომხმარებელსაც კი, რომელსაც არ აქვს რაიმე სახის ფინანსური ბექგრაუნდი. კონკურენტებისგან განსხვავებით, კერნელის პლატფორმა ინტუიციურია და ეს არის მთავარი ხიბლიც. 

დაფუძნებიდან ორი წლის განმავლობაში, კერნელმა GITA-ს 100k-იანი და 650k-იანი გრანტები მოიგო, არის Startup Grind Georgia-ს ფინალისტი და საქართველოს გარდა კიდევ ორ ბაზარზე, ინდოეთსა და ფილიპინებში გავიდა. ახლა კომპანიის გუნდი სრულად ინდოეთის ბაზარზე არის კონცენტრირებული.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რაც კერნელს კონკურენტებისგან გამოარჩევს, არა მხოლოდ სიმარტივე, არამედ ადაპტირებულობის მაღალი ხარისხია. Ჩვენი სისტემა მორგებულია ყველა იმ ქვეყნის ფინანსურ რეგულაციებზე, რომელშიც შევდივართ და, შესაბამისად, ფაქტობრივად, გამზადებულ რეცეფტს ვაწვდით მომხმარებელს, ეს ბუნებრივად გვიცავს საერთაშორისო კონკურენტებისაგან, რადგან ისინიე.წ “one size fits all” პრინციპით ხელმძღვანელობენ, ხოლო ადგილობრივი კონკურენტებს ძირითადად მოძველებული ტექნოლოგიური გადაწყვეტები და ზედმეტად რთული ინტერფეისი აქვთ" - მიშო ზღუდაძე.

84480131_155180732609281_6930295044834328576_n.jpg

"ძალიან ბევრი ექსპერიმენტის შედეგად უტოპიური ეჯაილ კულტურა და პროცესები შევიქმენით გუნდში, გვყავს ძალიან მაგარი ეჯაილ გუნდი და აი ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ გუნდის კულტურას. ამიტომ ყოველ ახალ თანამშრომელს (ამავდროულად პოტენციურ მეგობარს) ძალიან ფრთხილად ვარჩევთ და ყოველი წევრის განვითარებაში ძალიან დიდ რესურსს ვდებთ.

 

განვითარება ჩვენთვის წმინდა სიტყვაა.

 

გვაქვს ძალიან ბევრი პატარ-პატარა რიტუალი და დიდი თიმბილდინგები, ერთად ვკითხულობთ, ვსვამთ, ვთამაშობთ და უამრავი რამ. მაგრამ მთავარი ისაა, რომ გუნდში ფიდბექების კულტურა გვაქვს უმაღლეს დონეზე. გულწრფელები, პირდაპირები და კონსტრუქციულები ვართ ამ საკითხში. ანუ ყველა მუდმივად პოსტზე ვართ ჩვენი პირადი და მთლიანად გუნდის განვითარების ტემპის გასაუბჯობესებლად." - მიშო ზღუდაძე

173461740_329489708511715_4741709592505627315_n.jpg

კერნელის გუნდი ბევრ ექსპერიმენტს ატარებს პროდუქტისა და საკომუნიკახიო არხების განვითარების მხრივაც, მობილური აპლიკაციაც შექმნეს. 2022 წლის ზაფხულში დიდი საინვესტივიო რაუნდი გაიარეს. მიშო ზღუდაძე კერნელის განვითარების გეგმებზე გვიყვება:

"ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომელ ბაზარზეც შევალთ, იქ მყარად მოვიკიდოთ ფეხი და მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქროთ გაფართოებაზე. აქედან გამომდინარე, 2022 წელს ინდოეთსა და ფილიპინებში პოზიციების გამყარებას, ბაზრის ათვისებას და პროდუქტის დახვეწას დავუთმობთ.

ჩვენი მიზანია, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე Მცირე ბიზნესებისა და ფრილანსერი ბუღალტრებისთვის გადავიქცეთ ფინანსების მენეჯმენტის ყველაზე მარტივ, მორგებულ და ეფექტურ პლატფორმად.

ამ დიდი მიზნიდან გამომდინარე, ახლა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ვმუშაობთ და Ჩვენი Სამომავლო გეგმები სამ ძირითად მიმართულებად იყოფა:

 

პროდუქტის განვითარება, რომელიც თავის მხრივ ორ ქვეკატეგორიად იყოფა:

  • ინტეგრაციები პარნიორებთან - იგულისხმება საბუღალტრო პროგრამები, საგადახდო სისტემები, ბანკები, საგადასახადო სისტემები და ა.შ, რაც ჩვენს მომხმარებლებს ბიზნეს პროცესების მაქსიმალური ავტომატიზაციის საშუალებას მისცემს.

  • დამატებითი ფუნქციონალის დამატება - სულ მალე ჩვენი მომხმარებლები კერნელის მობილური აპლიკაციით სარგებლობას შეძლებენ, რაც მათ საშუალებას მისცემს, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე გამოწერონ ინვოისები და განახორციელონ ინვოისირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ოპერაცია კიდევ უფრო მარტივად, მობილური ტელეფონის მეშვეობით. მობილური აპლიკაცია ფილიპინების ბაზრისთვის უკვე გავუშვით, რომელსაც მალე ქართულ და ინდურ ბაზრებსაც შევთავაზებთ. ამის გარდა, გეგმაში გვაქვს ხარჯების მოდულის დამატება და ასევე, ინდოეთსა და ფილიპინებში ვაპირებთ ხელფასების სიტემის განვითარებას, რომელიც საქართველოში უკვე გვაქვს;

 

საბოლოო ჯამში, ვქმნით ერთგვარ საოპერაციო სისტემას მცირე ბიზნესისთვის, რომელიც საშუალებას მისცემს, სრულად გააციფრულონ საკუთარი ბიზნეს პროცესები და ავტომატურად გაცვალონ ეს ინფორმაცია ბიზნესის სხვადასხვა ფუნქციებსა და პროგრამებს შორის.

ბიზნესის განვითარება:

ძირითადად ორიენტირებულები ვართ ინდოეთის უზარმაზარი ბაზრის ეფექტურ ათვისებაზე, სადაც მომხმარებლებს ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ ფინანსური, ბუღატრული და საგადასახადო კუთხით. ამ ეტაპზე ვერკვევით, საიდან დავიწყოთ ამ პრობლემების მოგვარება, რომელი იქნება უფრო სწრაფი გზა წარმატებისკენ და რომელი შექმნის ყველაზე მეტ ღირებულებას მომხმარებლებისთვის. Საქართველოსა და ფილიპინებში სტანდარტიზებული გვაქვს პროცესი. კარგად ვიცნობთ ბაზარს, ვიცით, რა სჭირდებათ მომხმარებლებს და მალე შევთავაზებთ ყველა საჭირო ფუნქციონალს. როდესაც სტანდარტიზაციის ამ დონეს ინდოეთშიც მივაღწევთ, შემდეგ უკვე ვიფიქრებთ სხვა ქვეყნებზეც: პაკისტანსა და ნიგერიაზე.

ბოლოს კი, ჩვენი launchpad-ის პროდუქტი, ელექტრონული ინვოისირების სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ჩვენი მომხმარებლებისგან მივიღოთ უკუკავშირი და გავიგოთ მათი სურვილები და საჭიროებები, რათა უკეთ განვსაზღვროთ ჩვენი სამომავლო შეთავაზებები და მაქსიმალურად მოვარგოთ პროდუქტი მათ. კერნელის გუნდს გვჯერა, რომ ინფორმაციის გაცვლა და მომხმარებლისგან უკუკავშირის მიღება განვითარების საუკეთესო საშუალებაა, შესაბამისად გადავწყვიტეთ, დავხვეწოთ და გავაფართოოთ საინფორმაციო პლატფორმები და არაფინანსურ აუდიტორიას გასაგები ენით მივაწოდოთ სასარგებლო ინფორმაცია - ფინანსური რჩევები, რომლებიც მათ ან მათ ბიზნესს განვითარებაში დაეხმარება.

პარალელურად, ჩვენი მომხმარებლების სურვილების გასაგებად სამ ეტაპს გავდივართ:

  1. ამჟამად თითოეული სპრინტის განმავლობაში გუნდის ყველა წევრი საკუთარი ინიციატივით გეგმავს მინიმუმ ერთი ინტერვიუს ჩატარებას. რის შედეგადაც, ჩვენს მომხმარებლებთან ინტენსიური ურთიერთობა გვაქვს.

  2. პროდუქტებს მომხმარებლების საჭიროებებზე დაყრდნობით ვქმნით, რომლებიც ყველაზე მეტად მათთან საუბრების განმავლობაში იკვეთება. შევიმუშავებთ ჰიპოთეზებს და წარმატების საზომს. ხოლო, შემდეგ ეტაპზე მხოლოდ მას შემდეგ გადავდივართ, რაც ამ მეტრიკების მიღწევას შევძლებთ.

  3. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას აუცილებელია პოტენციური მომხმარებლის მოლოდინისა და კულტურული მახასიათებლების გათვალისწინება. შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილებების სისწორეს მომხმარებელთა მცირე ჯგუფებში რაოდენობრივი და ხარისხობრივი მონაცემების საფუძველზე ვამოწმებთ. მას შემდეგ, რაც დავინახავთ, რომ ახალი ფუნქცია მომხმარებელთა ჩართულობას ზრდის, ვიწყებთ ახალი ფუნქციონალების განვითარებაზე მუშაობას.

შესაბამისად, ჩვენი მიზანია, ახალი ბაზრების ათვისების პარალელურად, კერნელის ციფრულ ფინანსურ ხელსაწყოებს სიახლეები მომხმარებელთა მოთხოვნის და საჭიროების მიხედვით შევმატოთ."

გუნდი ასევე მიზნად ისახავს ხარჯების მოდულის განვითარებასა და კერნელის ისეთ პლატფორმად ჩამოყალიბებას, სადაც მცირე და საშუალო ბიზნესები რუტინული ბიზნეს ოპერაციების გაკეთებას უმოკლეს ვადაში შეძლებენ. კერნელმა უკვე დაიწყო ფინანსური სერვისების ინტეგრირება საკუთარ პლატფორმაზე და ამ წლის ბოლომდე მის მომხმარებლებს სრულ საბანკო მომსახურებას შეთავაზებს.

კერნელ-758x409_edited.jpg

კერნელის საკონტაქტო ინფორმაცია:

T.: +995 597 100 353

E.: hello@kernel.finance

W.: kerneltools.com

A.: ილია ჭავჭავაძის 37, სართული 5, ტემინალი