დააფინანსე შესაძლებლობა
2020

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა სოციალურად დაუცველი ჯგუფებისათვის. მათ ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, ისწავლონ თანამედროვე აკადემიურ სივრცეში და ამისათვის მეტი მხარდაჭერა ესაჭიროებათ.

 

2020 წლიდან, კურსდამთავრებულთა ფონდი მიზნად ისახავს, ყოველ ახალ მიღებაზე, სულ მცირე ერთ სოციალურად დაუცველ სტუდენტს დაუფინანსოს თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლა და პირველი სასწავლო წლის სტიპენდია. მინიმალური გეგმის შესასრულებლად საჭიროა 18,600 ლარის მობილიზება 2020 წლის სექტემბრამდე.

crop635w_study-tips-for-midterms-and-bey

ვინ ფინანსდება

ალუმნი ფონდი დააფინანსებს 70,000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ ან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ* პირს, რომელიც ჩააბარებს თავისუფალ უნივერსიტეტში და ექნება ამავე მიღების, ამ კატეგორიებში შემავალ სტუდენტებზე მაღალი ქულა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.

რა  ფინანსდება

  • თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლის საფასური - ცოდნის ფონდისა და სახელმწიფო გრანტებს შორის სხვაობა, ოთხი წლის განმავლობაში.

  • ყოველთვიური 300-ლარიანი სტიპენდია პირველ სასწავლო წელს.

* დაფინანსების მოპოვება შესაძლებელი იქნება სტუდენტებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ (სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელთან ან მინდობით აღზრდაში) ან გასული არიან სახელმწიფო ზრუნვიდან ბოლო 18 თვის განმავლობაში.