მართვა აფინანსებს

"მართვა აფინანსებს" მართვის სკოლის კურსდამთავრებულის ინიციატივითა და დაფინანსებით ახორციელებს. კონკურსის ფარგლებში, მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის სტუდენტებს ერთწლიანი ყოველთვიური 200-ლარიანი სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობა ექნებათ.

 

კონკურსის ინიციატორი და მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერების სკოლის კურსდამთავრებული:

 

„და რა უნდა გამოხვიდე?“

 

შეიძლება, ერთი შეხედვით, ამ კითხვაზე პასუხი არც ისე ცალსახა და მარტივი იყოს, მაგრამ რეალურად, მართვის სკოლა სტუდენტებისთვის გაცილებით მეტ ასპარეზს ხსნის, ვიდრე სხვა ვიწრო დისციპლინები და სპეციალობები. მართვის სკოლის კურსდამთავრებულებს აქვთ ცოდნა ისტორიაშიც და სამართალშიც, ანთროპოლოგიაშიც და ეკონომიკაშიც, თანაბარი თავდაჯერებით გაგესაუბრებიან პლატონის „სახელმწიფოზე“ და კეინზიანურ მოდელზე, თამაშთა თეორიასა და დისკურს ანალიზზე. მიუხედავად იმისა, თუ რა გზას აირჩევს სტუდენტი მართვის სკოლის დამთავრების შემდეგ - გახდება სოციოლოგი თუ ეკონომისტი, ანთროპოლოგი თუ ისტორიკოსი, ჟურნალისტი თუ მარკეტოლოგი, ფინანსისტი თუ ლიტერატურათმცოდნე, მისი ცოდნა გაცილებით უფრო მრავალმხრივი იქნება, ვიდრე მისი კოლეგებისა თუ კონკურენტების უმრავლესობის.

თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მზარდია მოთხოვნა ინტერდსიციპლინარულ ცოდნასა და უნარებზე და მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებმა ბაკალავრიატის საფეხურზევე მიიღონ შესაბამისი განათლება. მართვის სკოლა კი არის ის ადგილი, სადაც ადამიანები სწორედ ამ ტიპის უნარებით აღიჭურვებიან. ამასთანავე, გარდა განათლების ხარისხისა, მართვის სკოლაში სტუდენტები ჰუმანურ ღირებულებებს ეზიარებენ და მთავარი, რასაც სწავლობენ არის ის, რომ ყველანაირი იდეოლოგია, ცოდნა, სისტემა, რომელიც არ ემსახურება მთავარს - ადამიანს, მის ღირსებასა და თავისუფლებას, არის ფუჭი. ეს არის ადგილი, სადაც სტუდენტებს აქვთ გამოხატვის სრული თავისუფლება და ადამიანები არ იჩაგრებიან განსხვავებულობის გამო. ამიტომაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას მიეცეს აქ სწავლის, განვითარებისა და საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობა."

კონკურსის მონაწილეებისთვის

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მართვის სკოლის ნებისმიერი კურსის სტუდენტს, რომლის GPA არის 3.2 და მაღალი.

*კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც უკვე იღებენ სტიპენდიას პროექტ "დააფინანსე შესაძლებლობის" ფარგლებში.

სასტიპენდიო კონკურსი სააპლიკაციო და გასაუბრების ეტაპებისგან შედგება. გამარჯვებულები 2022 წლის თებერვალში გამოვლინდება.

კონკურსს ეყოლება 1 გამარჯვებული, დაუფინასნდება ყოველთვიური 200-ლარიანი სტიპენდია ერთი წლის განმავლობაში (დამამთავრებელი კურსის სტუდენტის შემთხვევაში სწავლის დასრულებამდე).

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, აპლიკაცია 2022 წლის 18 თებერვლის ჩათვლით შეავსოთ.

271512688_229057196097210_6547022001407186661_n.png