დააფინანსე შესაძლებლობა

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა სოციალურად დაუცველი ჯგუფებისათვის. მათ ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, ისწავლონ თანამედროვე აკადემიურ სივრცეში და ამისათვის მეტი მხარდაჭერა ესაჭიროებათ.

2020 წლიდან ალუმნი ფონდი, მიღებული შემოწირულობებით, მიზნად ისახავს თავისუფალი უნივერსიტეტის სოციალურად დაუცველი სტუდენტების სტიპენდიები დააფინანსოს და სასწავლო პროცესში სრულად ჩართვაში შეუწყოს ხელი.

2020 წელს პროექტის ფარგლებში, ერთ სოციალურად დაუცველ სტუდენტს დაუფინანსდა თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლის ოთხი წლის საფასური და ერთწლიანი ყოველთვიური სტიპენდია. 2021 წლიდან, გამომდინარე იქიდან, რომ თავისუფალი უნივერსიტეტის ყველა სოც. დაუცველ სტუდენტს "ცოდნის ფონდი" უფინანსებს სწავლის გადასახადს, ალუმნი ფონდი მუშაობს სოც. დაუცველი სტუდენტების სტიპენდიების დაფინანსებაზე. 2021 წელს, პროექტის ფარგლებში 6 სტუდენტს დაუფინანსდა ერთწლიანი სტიპენდია და 10 მათგანს გადაეცა ლეპტოპი.