Search
  • Alumni Fund

თამთა თოფურია - „STEM-ის მომავალი პროფესიონალის“ გამარჯვებული

გაიცანით თამთა თოფურია, საგრანტო კონკურსი „STEM-ის მომავალი პროფესიონალის“ გამარჯვებული, MACS(E)-ს სკოლის კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის მეორე კურსის სტუდენტი.


„მიღებული გამოცდილება საკმაოდ მრავალფეროვანია. გავიცანი ჩემს სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანი, რომელმაც გამიზიარა საკუთარი გამოცდილება და რჩევები მომცა კარიერული და პიროვნული განვითარებისთვის. თამარმა მომცა ინფორმაცია როგორც დღევანდელი საბაზრო მოთხოვნების შესახებ, ასევე ზოგჯერ მათ წინააღმდეგ გარისკვის გამოცდილებაზე. ეს საუბარი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ ჩემს გეგმებში პრიორიტეტები გადანაცვლდა.


"STEM-ის მომავალმა პროფესიონალმა" მომცა საშუალება, უფრო მეტად ვკონცენტრირდე პროფესიულ განათლებასა და თვითგანვითარებაზე და ნაკლებად ვიფიქრო ამისთვის საჭირო ფინანასების მობილიზებაზე. შედეგად, უკვე გავუმკლავდები ჩემს მთავარ გამოწვევას, რომელიც მუშაობაზე, სწავლასა და ცხოვრების სხვა ასპექტებზე დროის განაწილებას გულისხმობს.


მომავალში ვგეგმავ სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურის საფეხურზე. გარდა ამისა, მინდა უკეთ გავეცნო კიბერუსაფრთხოების სფეროს, ბლოქჩეინ დეველოპმენტსა და ასევე მანქანურ სწავლებას, რის შემდეგაც ნათელი წარმოდგენა მექნება ღრმა სპეციალიზაციის მხრივ რომელი მიმართულებით გავაგრძელებ მუშაობას. ვაპირებ რამდენიმე დამოუკიდებელ პროექტზე მუშაობას AI-ს მხრივ და გამოცდილების დაგროვებას ამ სფეროში. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, მეც მინდა, რომ ახალგაზრდა პროგრამისტებს დავეხმარო ფინანსურად მათთვის ყველაზე რთულ პერიოდში.“


თამთას 2020-2021 სასწავლო წლის საფასური სრულად დაუფინანსდება.




0 views