9 ივნისს, 20 საათზე, ალუმნი ფონდის ფეისბუქ გვერდზე, თავისუფალი უნივერსიტეტისა და ESM Tbilisi-ს კურსდამთავრებულებმა პანელური დისკუსიის ფორმატში განიხილეს დისტანციური სწავლების გამოწვევებსა და პერსპექტივებს, როგორც ქართულ, ასევე, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით.
ძირითადი სადისკუსიო საკითხები:
➤ ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაცია განათლების სისტემაში და სისტემის მზაობა
➤ COVID-19-ის ეფექტი განათლების სისტემაზე
➤ განათლების ხელმისაწვდომობა დისტანციური სწავლების პირობებში
დისკუსიის მონაწილეები:
• გიორგი ქადაგიძე - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 2009-2016 წლებში, 2014 წლის ევროპის საუკეთესო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გამოცემა The Banker-ის მიხედვით, 2014 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ბიზნეს სკოლის დეკანი (2017-2019), ESM Tbilisi.
• ქეთი ცოტნიაშვილი - Erasmus +-ის უმაღლესი განათლების რეფორმირების ექსპერტი, არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სტუდენტი და მკვლევარი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სამმართველოს უფროსი 2015-2018 წლებში, ESM – Free University.
• გიორგი ჯიბლაძე - არასამთავრობო ორგანიზაცია "Educare Georgia"-სა და საქველმოქმედო პლატფორმების „ჩართესა“ და „Giveinternet.org” თანადამფუძნებელი, ონლაინსწავლების პლატფორმა "ხანის აკადემიისა" და პროგრამირებისა და კოდების სასწავლო რესურსის, code.org-ის ქართველი პარტნიორი და ქართული ვერსიების შემქნელი, ESM Tbilisi.
მოდერატორი:
ნინო ნადარია - თავისუფალი უნივერსიტეტის მართვის სკოლის კურსდამთავრებული, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპისმცოდნეობის მაგისტრი და თავისუფალი უნივერსიტეტის ალუმნი ფონდის თანადამფუძნებელი.
პანელური დისკუსია თავისუფალი უნივერსიტეტის ალუმნი ფონდის ეგიდით ეწყობა და მისი ნახვა შესაძლებელი იყო ალუმნი ფონდის Facebook live-ის საშუალებით.
პანელური დისკუსიის ჩანაწერი:
Comments